რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები ისევ გაიტაცეს


ავტორი
Front News საქართველო
“ენერგოატომის” ინფორმაციით, 17 ოქტომბერს, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე თანამშრომელი გაიტაცეს.
კომპანიის ცნობით, რუსებმა დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ელექტროსადგურის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ოლეგ კოსტიუკოვი და ქარხნის გენერალური დირექტორის თანაშემწე ოლეგ ოშეკი.
მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.
“მოვმართავთ IAEA-ს გენერალურ დირექტორს რაფაელ გროსს და მთელ მსოფლიო საზოგადოებას, გამოიყენონ ყველანაირი ძალისხმევა და მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, რათა გაათავისუფლონ ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსი ტერორისტების ტყვეობიდან და ხელი შეუწყონ მათ სამსახურში დაბრუნებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე, 10 ოქტომბერს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის მოადგილე ვალერი მარტინიუკი გაიტაცეს.
1 ოქტომბერს რუსებმა ასევე გაიტაცეს ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი იგორ მურაშოვი, თუმცა ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს