რუსოპულოსი – მიუღებელია კობახიძის მიერ განხორციელებული პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ


ავტორი
Front News საქართველო
მოვუწოდებ კობახიძეს, გაიწვიოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში PACE-ის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი წერს.
“მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. მიუღებელია მის მიერ განხორციელებული პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, დააპატიმროს ის, როდესაც ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება 29 დეკემბერს. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.
მოვუწოდებ კობახიძეს, გაიწვიოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს”, – წერს PACE-ის პრეზიდენტი.
პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გააკეთა.
“ვნახოთ, სად გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილი ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ის გაწირავს ყველას, ვინც მასთან ერთად იქნება რეზიდენციაში”, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
თეოდოროს რუსოპულოსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს