Logo

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევა
111
Frontnews image description

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ექსკურსიის ორი მიკროავტობუსი.

დაღუპულია ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლი.

თვითმხილველების თქმით, რამდენიმე ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები