რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, ცემენტმზიდი შეეჯახა


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავი-თბილისის გზის, ფონიჭალის მონაკვეთზე რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს ცემენტმზიდი შეეჯახა, - ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლია დაშავებული და ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
"რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. პირველადი ინფორმაციით, რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს ცემენტმზიდი შეეჯახა. საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი.
9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე იმყოფება სტაციონარში, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რუსთავის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს.
ავტოავარიის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
ავტოსაგზაო შემთხვევა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს