
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი, 2000 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოდან სხვისი კუთვნილი მოტოციკლეტი მოიპარა და ადგილიდან მიიმალა.
ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.მ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ მოპარული მოტოციკლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს