
ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტი აქცია “შინ ევროპისაკენ” მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი გააჟღერეს და დროშები გაშალეს. აქციის ორგანიზატორები დღეს სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.
“ხელისუფლება ცდილობს ჩვენს მოტყუებას, ამიტომ ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, ჩვენ თქვენ არ გენდობით! ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ გვაქვს სამოქალაქო და ისტორიული ვალდებულება, ეს პროცესი მივიყვანოთ ლოგიკურ ტრიუმფალურ გამარჯვებამდე“,- განაცხადა აქციის წამყვანმა ლაშა ბუღაძემ.
საპროტესტო აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს