
ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე გამართული მასშტაბური აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც სიმბოლურად ხელმოწერებით თავიანთ ურყევ ნებას დააფიქსირებენ.
აქცია-მსვლელობის მონაწილეები საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის სიმბოლიკით გადაადგილდებიან.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს კონსტიტუციურ მოთხოვნას და ყველაფერს არ გააკეთებს ევროინტეგრაციისათვის, ის არალეგიტიმურად გამოცხადდება.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს სწრაფვას ევროკავშირში მხოლოდ ერთი ადამიანი ეღობება და ის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია.
მათ სახალხო მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადეს, სადაც ორგანიზაციები, ჯგუფები და პოლიტიკური პარტიები გაერთიანდებიან.
სახალხო მოძრაობა მორიგ აქციას 24 ივნისს, ევროკავშირის „ვერდიქტის“ გამოცხადების შემდეგ გამართავს.
იმის მიუხედავად, ევროპელი პარტნიორები მიიღებენ თუ არა საქართველოსათვის ევროკავშირის კანმდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, აქცია ოლიგარქიის წინააღმდეგ მაინც გაიმართება.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს