
ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იწყება. მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები და რიგითი მოქალაქეები ადგილზე იკრიბებიან.
მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ვახტან გომელაური და დაისაჯოს 5 ივლისის ყველა მოძალადე და ორგანიზატორი.
“ჩვენი პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ გვიპასუხებს იმას, რასაც ვითხოვთ. არ დავიღლებით, ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებთანაც რაღაც კომპრომისები შეიძლება მოითხოვონ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს”, – აცხადებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
5 ივლისს, რადიკალური ჯგუფების ძალადობის შედეგად, რამდენიმე მოქალაქე და 53 ჟურნალისტი დაშავდა. აქედან, “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც “პრაიდის” მოწინააღმდეგე ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, სახლში გადაცვლილი იპოვეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს