რუსთაველის თეატრმა ჩახსნა სპექტაკლი, რომელშიც ბესო ზანგური მონაწილეობს


ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული, რობერტ სტურუას სპექტაკლი – "იულიუს კეისარი" მოხსნა, რომელშიც ძალადობაში მხილებული ბესო ზანგური ბრუტუსის როლს თამაშობს.
"რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს იულიუს კეისარი", – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე თეატრის მსახიობს ძალადობაში ნინუცა მაყაშვილი ადანაშაულებს. მაყაშვილმა ინტერვიუში ისაუბრა, რომ როცა მსახიობ ბესო ზანგურზე იყო დაქორწინებული, ქმარი მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.
ბესო ზანგური ყოფილი მეუღლის ბრალდებებს უარყოფს.
მაყაშვილი, გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს