Logo

რუსთაველის თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი გაიმართა

საზოგადოება
809
Frontnews image description

შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ კონცერტი „ქორეონიკონი“ გაიმართა.

 

ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამით წარსდგა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ბაჩანა ჭანტურია, დირიჟორი თორნიკე მანწკავა, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ეკატერინე ჯავახიშვილი.

 

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თბილისის მერიის და საკრებულოს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

საპრემიერო კონცერტები რუსთაველის თეატრში 28-29 დეკემბერს გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები