რუსთაველზე აქციის მონაწილეებს აკავებენ

ავტორი
Front News საქართველო
სამართალდამცველებმა რუსთაველზე აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.
დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის პოლიტიკოსებიც არიან, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი მუმლაძე.
რუსთაველზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. აქცია რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. მომიტინგეების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.
შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებზე იძალადეს და დაშავებულია რამდენიმე პოლიციელი.
თაგები:
აქცია




