რუსთაველზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველზე საპროტესტო აქცია იმართება.
სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი პატიმრობის გასაპროტესტებლად აქტივისტები რუსთაველის გამზირზე თაკო ჩარკვიანის და მისი შექმნილი მოძრაობის ორგანიზებით შეიკრიბნენ.
“რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არამც და არამც არ უნდა გაასამართლოს რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებამ, ეს გადაბმულია. მოდით, გავაკეთოთ რეფორმები, რომლითაც პირისაგან მიწისა უნდა აღვგავოთ კორუფცია და შესაბამისად, ნორმალურმა მართლმსაჯულებამ განიხილოს ყველა საქმე ამ ქვეყნად. არა შერჩევით სამართალს, არა კორუფციას, რომელმაც, პრაქტიკულად ჩამოშალა ჩვენი სახელმწიფო”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


