რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეები ვაზიანში იმყოფებოდნენ


ავტორი
Front News საქართველო
ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადასა და მე-4 ქვეით ბრიგადაში რუსთავის 24-ე ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო სიმულაციური ოთახი აღმოჩნდა, სადაც მათ სროლები განახორციელეს. მე-5 საარტილერიო ბრიგადაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ბრიგადის მეთაურმა პოლკოვნიკმა გიორგი ჩიხლაძემ მოსწავლეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა.
ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
თაგები:
ვაზიანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს