
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის მიმდებარედ მგელმა მამაკაცი დაკბინა, დაშავებულმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
კლინიკის ექიმის ირაკლი ჯანგულაშვილის თქმით, შუახნის კაცი კლინიკაში სამედიცინო დახმარებისთვის შემთხვევიდან 2-3 დღის შემდეგ მივიდა. მისივე განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ არ ფასდება.
"2-3 დღის დაკბენილი იყო. იოდი წავუსვით და შეხვევა არ დასჭირვებია. ნაჩხაპნი ჰქონდა თათებით. ვერ გეტყვით, რატომ არ მოგვმართა მანამ", – აღნიშნა ექიმმა "ინფო რუსთავთან".
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რუსთავის მიმდებარედ ერთ-ერთ მონასტერთან მოხდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს