
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერები და წევრები იკრიბებიან, ისინი ავტომობილების კოლონებით რუსთავის მე-12 დაწესებულებისკენ გაემართებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის დაწყება 15:00 საათზე იგეგმება. დღეს ასევე, 19:00 საათზე აქცია გაიმართება ბათუმშიც.
აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
რუსთავში დაგეგმილ აქციაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს.
პარტიის ლიდერების განცხადებით, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო მიმართულებით , ასევე ადგილზე აქტიურობა.
„ქართულ ოცნებას“ უნდა აასრულოს რუსული, პუტინის ოცნება. იძულებული ვხვდებით კიდევ უფრო ვიაქტიუროთ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. დღეს აქცია გაიმართბა თბილისშიც, ბათუმშიც და გაგრძელდება ეს აქტივობა, ვიდრე მიხეიულ სააკაშვილს არ გადაიყვანენ ადეკვატურ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს