
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის ციხესთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მოქალაქემ პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა.
როსტომ ნემსაძე, რომელიც ემიგრანტებისადმი სააკაშვილის მოწოდების შემდეგ როსტოვიდან გამოემგზავრა, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს.
“როცა მიხეილ სააკაშვილმა მოგვიწოდა ემიგრანტებს, რომ წავსულიყავით საქართველოში, მე წამოვედი როსტოვიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის გვერდით ვყოფილიყავი. მერე შეიცვალა ვითარება, გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ამას დაემატა, რომ მან გამოაცხადა შიმშილობა. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლია, ციხეში არ უნდა იყოს”, – განაცხადა ნემსაძემ.
სამართალდამცველებმა ნემსაძის მიერ გაშლილი კარავი მალევე მოშორებით გადაიტანეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს