
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებიან.
"ველოდებით ნიკა მელიას გათავისუფლებას ევროკავშირის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ. ნიკა მელიამ საზოგადოებას პრინციპულობით აჩვენა, რომ ამ ხელისუფლებაზე გამარჯვება შეიძლება. ხელისუფლება ამბობდა, რომ გირაოს გადაიხდის, ნიკა მელიას გირაო არ გადაუხდია. ნიკა მელია ამბობდა, რომ ამნისტიას თუ გაიწვევენ გირაოს გადაიხდიდა, თუმცა ამნისტია არ გაიწვიეს, მაგრამ ევროკავშირმა გამოსასყიდი გადაიხადა.
საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივად შეუძლებელია ჯერ გირაო გადაიხადო და მერე შევიდეს პროკურორი შუამდგომლობით. ფაქტია, რომ პოლიტიკური პატიმარი აღიარა სრულიად ევროკავშირმა.
მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარე მძევლობიდან გათავისუფლდება, პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენი ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული დოკუმენტის ხელმიწერასთან, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია ექნება ძალიან სწრაფად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკა მელია თავისუფალი იქნება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს