Logo

რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება

საზოგადოება
1020
Frontnews image description

"თავისუფლება ნიკა მელიას" – ამ ლოზუნგით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მხარდამჭერი მსვლელობა ცოტა ხნის წინ, რუსთავის ციხესთან დასრულდა, იქ, სადაც მელია პატიმრობაში იმყოფება. ავტოკოლონა რესპუბლიკის მოედნიდან დილით დაიძრა. მხარდამჭერებს მელია საკნის ფანჯრიდან მიესალმა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას გათავისუფლებაა. ისინი აცხადებენ, რომ სწორედ ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ მოაწერს ხელს ენმ შეთანხმებას. 

"ჩვენ აქ ჩამოვედით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ნიკა მელიას. ვფიქრობ, რომ არ იყო ეს დღეები იოლი ნიკასთვის, როდესაც საპატიმროს საკნიდან უყურებ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და თან, ის არის მთავარი ფუგურანტი ამ პროცესების. ოპოზიციის პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, ეს მათი არჩევანია, მაგრამ არ უნდა გახდეს ნიკა მელიას სახელი სავაჭრო ქართულ ოცნებასთან, ეს არის მთავარი. ნიკამ მკაფიოდ თქვა და ჩვენც ვიზიარებთ მის პოზიციას, რომ გირაო არ იქნება გადახდილი, რაც შეეხება ამინისტიის თემას, თუ მიიღება ეს კანონი, უნდა იყოს მისაღები საზოგადოებისთვისაც და იქ რამე ბუნდოვანი არ უნდა დარჩეს", – განაცხადა ენმ-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ციხესთან მობილიზებულია პოლიციაც.

თაგები:

Advertisement