რუსთავის ციხესთან წარწერის – “თავისუფლება მიშას” გაკეთებისას რამდენიმე აქტივისტი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ, სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა.
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები კედლებზე აკეთებდნენ წარწერებს – “თავისუფლება მიშას”, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შედეგად დაკავებულია ზვიად კუპრავა და სავარაუდოდ, კიდევ სამი აქტივისტი.
შეხლა-შემოხლის შედეგად შეუძლოდ გახდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც პირველად დახმარებას შეკრებილები უწევენ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი