რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამმა პირმა – ძმებმა ბიძაშვილთან ერთად, მამაკაცს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ქვედა კიდურის არეში დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, 40 წლამდე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ძმა და ინციდენტში მონაწილე მათი ბიძაშვილი უკვე დააკავა, მესამე ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენის ამ დორმდე ცდილობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს