რუსთავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცსა და 40 წლამდე ქალს შორის კამათი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით ქალს სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი ქალი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.
თაგები:
დაჭრა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს