
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცის რეგიონული კონფერენციები გრძელდება. ქვემო ქართლის რეგიონული კონფერენცია დღეს რუსთავში გაიმართა.
ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა ორგანიზაციის მიზნებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს ქვემო ქართლის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარუდგინა. გაკეთდა თემატური მოხსენებები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქალთა ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი, ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, გამგეობის წევრები – რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნინო ვარდოსანიძე, ბაია კვიციანი, ნაირა მარშანია, ირმა ზავრადაშვილი, ნინო იობაშვილი, თამარ ტალიაშვილი, ხატია წილოსანი.
“ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში.
თაგები:
ქართული ოცნება
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს