Logo

რუსთავში შვილმა დედა დაჭრა

სამართალი
1109
Frontnews image description

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში შვილმა დედა დაჭრა. 

 

არსებული ინფორმაციით, 19 წლის ბიჭმა 38 წლის ქალს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. 

 

დაჭრილი ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

ექიმების თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

მეზობლების თქმით, დაჭრილი ქალის ქმარი ძალადობის ბრალდებით სასჯელს იხდის.

 

რუსთავის პოლიციამ მომხდარ ფაქტზე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

Advertisement