რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა


ავტორი
Front News საქართველო
რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შარტავას ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ცოლსა და ქმარს შორის კამათი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რა დროსაც 40 წლამდე ქალმა ასევე 40 წლამდე კაცს დანით, გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ქალი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს