რუსულ აგრესიას უკრაინაში დღემდე 287 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 795 ბავშვი დაზარალდა. აქედან 287 ბავშვი დაიღუპა, 508 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ყველაზე მეტად, რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად, ბავშვები დაზარალდნენ დონეცკის რეგიონში – 217, ხარკოვში – 149, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვში – 68, ლუგანსკში – 53, ხერსონში – 52, მიკოლაივში – 48, ზაპოროჟიეში – 30, სუმში – 17, ჟიტომირში – 15 და კიევში – 16.
როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურაში აცხადებენ, დაზარალებული ბავშვების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, რადგან ხარკოვის ოლქში დაბომბვის შედეგად კიდევ 16 ბავშვი დაშავდა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


