Logo

რუსულ აგრესიას უკრაინაში დღემდე 322 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინა
1387
Frontnews image description

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 322 ბავშვი მოკლეს, 581-ზე მეტი დაშავდა.

 

ყველაზე მეტი – 301 ბავშვი დონეცკის რეგიონში დაზარალდა, ხარკოვის ოლქში – 170, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვში – 68, ხერსონში – 52, ნიკოლაევში – 48, ლუგანსკში – 54, ზაპოროჟიეში – 30, სუმში – 17, ჟიტომირში – 15 და დედაქალაქში – 16.

 

ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 2 028 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათ შორის 209 მთლიანად განადგურდა.

Advertisement