რუსული “აზიმუტის” თვითმფრინავში, თბილისი-სანკტ-პეტერბურგის რეისზე გაუმართაობის სიგნალი ჩაირთო


ავტორი
Front News საქართველო
რუსული “აზიმუტის” თვითმფრინავში, რომელიც 2 თებერვალს თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა, გაუმართაობის სიგნალი ჩაირთო.
მიუხედავად ამისა, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაეშვა პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში.
კომპანიის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის გაუმართაობაზეა საუბარი.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დასავლეთის დაწესებულმა სანქციებმა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.
ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში სულ უფრო და უფრო მეტი ინციდენტი ხდება თვითმფრინავის აღჭურვილობის შესახებ, ზოგიერთი დაკავშირებულია ძრავის გაუმართაობასთან.
თაგები:
აზიმუტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს