რუსული კოსმოსური ხომალდი მთვარეს შეეჯახა და განადგურდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსულმა უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა Luna-25-მა კონტროლი დაკარგა და მთვარის ზედაპირს შეეჯახა.
“ბიბისის“ ინფორმაციით, Luna-25 უნდა ყოფილიყო პირველი ხომალდი, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვებოდა, თუმცა ის გაუმართაობის გამო განადგურდა.
“როსკომოსის” ინფორმაციით, სპეციალური კომისია შეისწავლის, თუ რატომ ვერ განხორციელდა მისია.
ხომალდმა 11 აგვისტოს ამურის რეგიონში მდებარე “ვოსტოჩნის“ კოსმოდრომიდან აიღო სტარტი.
თითქმის 50 წლის განმავლობაში ეს რუსეთის პირველი მისია იყო მთვარეზე.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს