რუსული მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის ცხედარი კატასტროფის ადგილზე იპოვეს


ავტორი
Front News საქართველო
რუსული მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის ცხედარი კატასტროფის ადგილზე იპოვეს და უკვე ამოცნობილია.
“პრიგოჟინისა და უტკინის ცხედრები აღმოაჩინეს და უკვე იდენტიფიცირებულია. 21:30 საათის მონაცემებით, პრიგოჟინის თვითმფრინავში მყოფი 10-ვე ადამიანის ცხედარი ნაპოვნია. მთავარი ოფიციალური ვერსია არის “აფეთქება ცაში“, – წერს მედია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმხილველების თქმით, ჯერ ორი აფეთქება გაისმა, შემდეგ კი თვითმფრინავმა დაცემა დაიწყო და ნაწილებად დაიშალა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კერძო თვითმფრინავის Embraer Legacy-ის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
თაგები:
ევგენი პრიგოჟინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს