Logo

რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყონ

პოლიტიკა
970
Frontnews image description

რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა, მომავალი კვირიდან დაიწყონ, – ამის შესახებ რუსული “რია ნოვოსტი” საავიაციო წრეების წყაროზე დაყრდნობით წერს.

 

პუტინმა 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ასევე მოიხსნა რუსული ავიახაზების აკრძალვა ქვეყანაში პირდაპირი ფრენების შესახებ.

 

როგორც ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, გადამზიდავები ახლა საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთვის ემზადებიან. დაგეგმილია ყოველკვირეულად შვიდი პირდაპირი რეისის განხორციელება მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით შიდა თვითმფრინავებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები