რუტე - ჩინეთმა შესაძლოა, აიძულოს რუსეთი თავს დაესხას ნატოს ქვეყნებს, რათა ბლოკის ყურადღება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან გადაიტანოს


ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთმა შესაძლოა, აიძულოს რუსეთი თავს დაესხას ნატოს ქვეყნებს, რათა ბლოკის ყურადღება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან გადაიტანოს. თუ პეკინი გადაწყვეტს ტაივანზე თავდასხმას, ის დიდი ალბათობით გამოიყენებს რუსეთს ევროპაზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ამერიკულ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
რუტემ განმარტა, რომ აშშ, ევროპაში ნატოს ტერიტორიის დაცვის ამოცანის შესრულებისას, იცავს საკუთარ პოზიციებს აზიაში.
მისი თქმით, აშშ ვერ იქნება უსაფრთხო, თუ ატლანტის ოკეანე, ევროპა და არქტიკა არ იქნება დაცული.
ნატოს გენერალური მდივანი ვარაუდობს, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს რუსეთი ევროპაში აშშ-ის ყურადღების გადასატანად ტაივანის ხელში ჩაგდების მიზნით.
რუტე მიიჩნევს, რომ ამერიკელები და ევროპელები არ უნდა იყვნენ "გულუბრყვილოები ამ საკითხში".
"თუ სი ძინპინი ტაივანს თავს დაესხმებოდა, ის ჯერ თავის უმცროს პარტნიორს, ვლადიმერ პუტინს დაურეკავდა, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და ეტყოდა: "მე ამას ვაპირებ და მჭირდება, რომ დააკავო ისინი ევროპაში ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმით“, - განაცხადა რუტემ.
რუტეს თქმით, ეს სცენარი ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდოა მომავალში. რუსებისა და ჩინელების შესაჩერებლად ორი რამ არის გასაკეთებელი. პირველი მათ შორის არის ნატოზე თავდასხმის პერსპექტივის კრემლისთვის იმდენად თვითმკვლელობის ტოლფასად წარმოჩენა, რომ ის არასდროს დათანხმდეს ამას.
"და მეორეც, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან თანამშრომლობა - რასაც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან აქტიურად უწყობს ხელს. რადგან ჩვენ გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ერთობლივი მუშაობა თავდაცვის ინდუსტრიაში, ინოვაციები ნატოსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონს შორის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
თაგები:
მარკ რუტე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს