
ავტორი
Front News საქართველო
ცნობები ძალადობის შესახებ არის ღრმად შემაშფოთებელი და მე მათ ვგმობ ცალსახად. მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, რაც ყველას ინტერესშია, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოს ყველა მოკავშირეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც აზიანებს დემოკრატიას საქართველოში და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, არის მიუღებელი.
“ცნობები ძალადობის შესახებ არის ღრმად შემაშფოთებელი და მე მათ ვგმობ ცალსახად. მე მოვუწოდებ მთავრობას, რომ ყველაფერი გააკეთოს მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, რაც ყველას ინტერესშია. ნატო არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიასა და ფასეულობებზე, რომლებიც გულისხმობს თავისუფლების პატივისცემას. მე მწამს, რომ ეს ფასეულობები არის ჩვენი მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. ამიტომ, ნატოს ყველა მოკავშირეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ქმედებები, რომლებიც აზიანებს დემოკრატიას საქართველოში და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროინტეგრაციას, არის მიუღებელი. მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მტკიცედ დადგეს იმ გზაზე, რომელიც არჩეული აქვს ქვეყანას და არ მოხდეს უკუსვლა”, – განაცხადა მარკ რუტემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს