
ავტორი
Front News საქართველო
ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ველოდებით, რას იზამს მთავრობა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და ნატოს მომავალმა გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
“მე ვღელავ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. მე ვესაუბრე პრეზიდენტს, ვფიქრობ, რომ ის შთამბეჭდავი ლიდერია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ვეტო პარლამენტმა დაძლია.
რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაუბრუნდება ევროკავშირის გზას. ახლა ჩვენ ველოდებით, რას იზამს საქართველოს მთავრობა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მარკ რუტემ.
თაგები:
მარკ რუტე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს