Logo

რუტე - ზოგიერთმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, გაგზავნოს ჯარები უკრაინაში, თუმცა ასეთი დეტალები საჯაროდ არ განიხილება

უკრაინა
160
Frontnews image description

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა უკრაინაში ჯარების გაგზავნის  მზადყოფნა მშვიდობის შესანარჩუნებლად, ასევე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას. დეტალებზე და ნიუანსებზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, რუტემ აღნიშნა, რომ ასეთი განლაგების დეტალები საჯაროდ არ განიხილება.

„ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს სტრუქტურირებული ეს „მსურველთა კოალიცია“: როგორი იქნება განლაგება? რა მოხდება ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და ა.შ. ყველა ეს ელემენტი ამჟამად მუშავდება“, - განაცადა რუტემ.

16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ "მსურველთა კოალიციაში“ მონაწილე ქვეყნების ლიდერებმა საბოლოოდ გამოთქვეს მზადყოფნა, ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში უკრაინაში დამხმარე ძალები განლაგდნენ.

თაგები:

მარკ რუტე
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები