
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატისთვის ბარგი და პასპორტი არ დაუბრუნებიათ. ევგენი გრუშოვეცი თბილისის აეროპორტიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.
“მთავარ არხთან” საუბარში ის აცხადებს, რომ ქართული მხარის ინტერესი არაა საქმეში უკრაინული მხარე ჩაერთოს და ქვეყანაშიც სავარაუდოდ, ამიტომ არ შემოუშვეს.
“როგორც ამიხსნეს ჩემი პსრ ტესტი პროტოკოლთან შეუსაბამობაში იყო, რაც სიმართლე არაა. მითხრეს, რომ ბრძანება იყო გაცემული და საქართველოში არ უნდა შემოვეშვი, თუმცა ვის მიერ, გაუგებარია” – აცხადებს გრუშოვეცი.
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს, ევგენი გრუშოვეცი მესამე პრეზიდენტის საქმეში ჩართვას გეგმავდა, თუმცა უფლებადამცველი საზღვარზე ისე გააჩერეს, რომ მიზეზი არავის აუხსნია. სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ახსნა-განმარტებას მთელი ღამის განმავლობაში თვითმფრინავის ბორტზე ელოდებოდა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო და დილას საკუთარ ქვეყანაში გააბრუნეს.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს