
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას "გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმაურება.
ის სააკაშვილს ურჩევს მეგობრული გახდეს და სხვა პოლიტიკურ პარტიებზე თავდასხმები შეწყვიტოს, სწორედ ამის შემდეგ მოინდომებენ ისინი მის ჩამოსვლას.
"სააკაშვილმა უნდა ისწავლოს მეგობრობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სულ თვითონ არ უნდა იყოს პრინცის როლში. ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მოუნდებათ, რომ სააკაშვილი აქ იყოს, მათთან ერთად. სხვა შემთხვევაში, მაინც და მაინც დიდი მონატრება არ ჭირთ სააკაშვილის. თავისით კიდევ ვერ შემოდის, ვერც მის პარტიას ვერ ჩამოჰყავს მარტო, მხოლოდ იქით დადიან. ამიტომ იმისთვის, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდეს, ჯერ ის უნდა გახდეს მეგობრული, მშვიდობიანი და თავს არ უნდა ესხმოდეს სხვა პოლიტიკურ ძალებს"-აცხადებს იაგო ხვიჩია.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს