Logo

“სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს”

საზოგადოება
518
Frontnews image description

მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, დაელაპარაკეთ იმ ხალხს – იქითაც საქართველოა. ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ქვეყანას თავიდან ააცილა ესკალაცია, არის გიორგი გახარია – ადამიანი, რომელთანაც ყოველთვის უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ორი დღის წინ მოგიწოდეთ, რომ არ მოგეხსნათ იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის. პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს ეს პროცესები შევიდა ჩიხში და ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა. ჩვენთან წესია, რომ ოპოზიციას არ უნდა მოუსმინო, მისი აზრი უნდა დააიგნორო და მეტიც, ოპოზიციას უნდა ებრძოლო. იმდენად ხართ გართულები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლით, რომ გაღატაკებული ქვეყანა უბრალოდ მიგდებულია, ხალხი კრედიტებს ვერ ფარავს, ათიათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, ორივე მხარე კი კუნთების თამაშს ამჯობინებთ. 

სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. როგორც ჩანს, გინდათ, რომ ჩამოვიდეს და ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს კი მეგის ქარდავა. ორი დღის წინ გითხარით – ნუ შეუწყვეტთ მელიას უფლებამოსილებას. არაა საუბარი პირადად მელიაზე, ყველაზე ნაკლებად მე უნდა ვიცავდე მას. ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს, სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, დაელაპარაკეთ იმ ხალხს – იქითაც საქართველოა. ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ქვეყანას თავიდან ააცილა ესკალაცია, არის გიორგი გახარია – ადამიანი, რომელთანაც ყოველთვის უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. 

თაგები:

Advertisement