საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, პირველი დეკემბრიდან დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, პირველ დეკემბრის 01:00 საათიდან 2026 წლის 20 იანვრის 14:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
"აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მერაბ კოსტავას ქუჩისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან სანდრო ინაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ასევე, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნამდე.
შეზღუდვის დროს, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, ნაცვლად პირველი რესპუბლიკის მოედნისა, გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, ხოლო მოხვევა შესაძლებელი იქნება ზეთისხილის ხესთან.
30 დეკემბრიდან 2026 წლის პირველი იანვრის ჩათვლით ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით მოძრაობა შეიზღუდება; გადაადგილება ასევე შეიზღუდება რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან სანდრო ინაშვილის ქუჩის გამოყენებით ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიამდე.
რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ზეთისხილის ხესთან მობრუნებით, მოძრაობა კი დასაშვები იქნება რევაზ თაბუკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და სხვა მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან პირველი იანვრის 08:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და სანდრო ინაშვილის ქუჩაზე (რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან). ასევე, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, მერაბ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან ზეთისხილის ხემდე.
მძღოლები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ თავისუფლების მოედნიდან მიმავალი იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც სვლას უკუმიმართულებით, ზეთისხილის ხესთან მობრუნებით გააგრძელებენ.
აღნიშნულ პერიოდში, ის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც რუსთაველის გამზირის გავლით უკავშირდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოსახვედრად იმოქმედებს ანალოგიური მარშრუტი.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


