საახალწლო სოფელი 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს

ავტორი
Front News საქართველო
საახალწლო სოფელი სტუმრებს 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, - ამ გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, პერიოდის გახანგრძლივება საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულმა მოთხოვნამ განაპირობა.
"დაანონსებული გვქონდა, რომ საახალწლო სოფელი 7 იანვრამდე იფუნქციონირებდა, თუმცა, დიდია მოთხოვნა საზოგადოების და მეწარმეების მხრიდან. პირველ რიგში, მათ მადლობას გადავუხდი თანამშრომლობისთვის. გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ საახალწლო სოფლის ფუნქციონირება. 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება აქტივობები - წარმოდგენებით, კონცერტებით და ა.შ გელოდებით ყველას. გილოცავთ ბედობას. წარმატებები წინსვლა, სიხარული და სიყვარული ჰქონოდეს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
საახალწლო სოფელი




