სააპელაციო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
“სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდ.არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას.
სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით თავისუფლების 16-16 წლით აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, თავისუფლების 10 წლით და 6 თვით აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს