სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებული ზურაბ იაშვილი გაამართლა, კახა დამენია კი 220-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და 50 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.
საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა კერძო კომპანიის მანქანით სარგებლობის, ე.წ. პორშეს ეპიზოდის გამო მიუსაჯა.
თაგები:
ნიკა გვარამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს