სააპელაციო სასამართლომ “ფორმულას” დამფუძნებლის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
“ფორმულას” დამფუძნებლის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი ევრო დააკისრა.
მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი.
დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.
გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში “ფორმულას” დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეც მოხვდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი კეზერაშვილის წინააღმდეგ შეეხება ერთ-ერთ კრიტიკულ ტელეკომპანიასაც, რადგან “ფორმულა” კეზერაშვილის ერთადერთ აქტივს წარმოადგენს.
თაგები:
დავით კეზერაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს