სააპელაციო სასამართლომ უჩა მამაცაშვილისა და ანტიკორუფციული მოძრაობის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
სააპელაციო სასამართლომ უჩა მამაცაშვილისა და ანტიკორუფციული მოძრაობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
საქმე ეხება ე.წ ქოლცენტრების საქმეს. მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ამ სქემასთან კავშირში დაადანაშაულა, რაზეც მამაცაშვილმა “ცილისწამებისთვის” სასამართლოში იჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 150 000 ლარს ითხოვდა.
5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს ვასო ურუშაძესა და ლაშა ფარულავას მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის ჯარიმის სახით 5 000 – 5 000 ლარი დააკისრა.
თაგები:
უჩა მამაცაშვილი

სააპელაციო სასამართლომ ჯაფარაძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ “ფორმულას” დამფუძნებლის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა