საარტილერიო სისტემები, დრონები, ჯარისკაცები - უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1106430 (+940) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 26.09.25-მდე: ტანკები – 11203 (+2), ჯავშანტექნიკა – 23287 (+0), საარტილერიო სისტემები – 33147 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 501 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 222 (+0), თვითმფრინავები – 427 (+0), ვერტმფრენები – 345 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 63569 (+334), ფრთოსანი რაკეტები – 3 747 (+0).
მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 62818 (+82), სპეციალური ტექნიკა – 3975 (+0).
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 25 სექტემბრის მონაცემებით, ფრონტზე 160 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე ინტენსიური ბრძოლები პოკროვსკის მიმართულებით დაფიქსირდა, რუსული ძალები ლიმანის მიმართულებითაც გააქტიურდნენ.
აღსანიშნავია, რომ გენერალურმა შტაბმა დაადასტურა უკრაინის მიერ რუსული დრონების წარმოების ობიექტებზე თავდასხმები, თავდასხმა ასევე განხორციელდა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და სატუმბ სადგურზე.
თაგები:
უკრაინის გენშტაბი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს