საავადმყოფოებში ამ დროისთვის 4 077 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 965 მძიმე პაციენტია

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 410 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 700 შემთხვევა, აჭარა – 113, იმერეთი – 479, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 125, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 270, კახეთი – 374, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001 საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 429, აჭარაში – 348, იმერეთში – 902.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 965 პირი, მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 96, იმერეთში – 291. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 26, იმერეთში – 28.
623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307 – თბილისში, 18 – აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.
თაგები:
კორონავირუსი




