Logo

საავადმყოფოებში მკურნალობას 4 810 კოვიდინფიცირებული განაგრძობს

საზოგადოება
1617
Frontnews image description

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 698 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 518 შემთხვევა, აჭარა – 120, იმერეთი – 325, ქვემო ქართლი – 92, შიდა ქართლი – 72, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190, კახეთი – 250, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 13. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 22 635 საიდანაც:

 

4 810 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 820, აჭარაში – 478, იმერეთში – 945.

 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში – 410, აჭარაში – 128, იმერეთში – 299. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი,  მათგან თბილისში – 179, აჭარაში – 32, იმერეთში – 33.

 

964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 514 – თბილისში, 287 – აჭარაში.

 

16 861 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 039 ადამიანი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები