საავადმყოფოებში მკურნალობას 6 194 კოვიდინფიცირებული განაგრძობს

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 675 შემთხვევა, აჭარა – 201, იმერეთი – 257, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 72, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 198, კახეთი – 206, მცხეთა-მთიანეთი – 22, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 048 საიდანაც:
• 6 194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 719, იმერეთში – 1 073.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 429 პირი, მათ შორის, თბილისში – 565, აჭარაში – 172, იმერეთში – 351. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 25.
• 1 690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 944 – თბილისში, 434 – აჭარაში.
• 23 164 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 82, ხოლო აჭარაში – 7.
• სულ 6 ოქტომბრიდან – 11 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 144 პირი.
• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 754 პირი, აჭარაში – 3 297, იმერეთში – 3 171.
თაგები:
კორონავირუსი




