საბა ბრაჭველი – მიხეილ სააკაშვილს დასმული აქვს ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ

ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილს დასმული აქვს ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა გორის ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი არ გრძნობს თავს კარგად და დაამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას ითხოვს.
“შევხვდი როგორც ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად ამბობს პაციენტი, მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი, ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის – ნევროლოგთან.
ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბრაჭველმა.
მისი თქმით, პრობლემაა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გუშინ არ მიეცათ მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და მასთან გასაუბრების საშუალება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




