საბა ბუაძე – ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვყავს მერი, რომელიც არის პათოლოგიურად უპასუხისმგებლო და რეალობას მოწყვეტილი, – ასე ეხმაურება “ლელოს” წევრი საბა ბუაძე თბილისის მერის კახა კალაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.
“ძალიან სამწუხაროა, რომ 2023 წელიც ამ ცინიკური ბოდვით დაიწყო.
1. ლიფტები თქვენი პასუხისმგებლობაა და მიხედეთო;
2. მერიაში კორუფციაა და ყველას გაფრთხილებთ, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი ფაქტები არ მოხდესო;
3. მეტრო გოცირიძის ჩავარდნილი რეაბილიტაცია კომპანიის ბრალია;
4. ვარკეთილის მეტროს პრობლემაც კომპანიის ბრალია;
5. ვაკის პარკის ტრაგედია კომპანიის და 1-2 დაბალი რგოლის მოხელის ბრალიაო;
6. უკანონო მშენებლობა დეველოპერების ბრალია;
7. უპატრონო ცხოველებიც სხვისი ბრალია;
8. დასუფთავების პრობლემები ხალხის ბრალია, ისინი ყრიან ნაგავს;
9. ბეტონის ჯუნგლებში რომ ვცხოვრობთ, ეგ მხოლოდ წინა ხელისუფლების ბრალია.
10. სიღარიბე ობიექტური მოცემულობაა და არა მისი, ვინც 10 წელია, ხელისუფლებაშია.
მადლობა ბატონო კახი, 5 მილიონიანი საახალწლო კონცერტი მართლა კარგია, ეგ ნამდვილად თქვენი პასუხისმგებლობაა”, – აცხადებს ბუაძე.
თაგები:
საბა ბუაძე




