საბა ბუაძე – ხელისუფლების მიერ მოგზავნილი პროვოკატორები იყვნენ

ავტორი
Front News საქართველო
“ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის საბა ბუაძის განცხადებით, მასზე თავდამსხმელები ხელისუფლების მიერ მიგზავნილი პროვოკატორები იყვნენ.
როგორც ბუაძემ Front News-ს განუცხადა, ის ახლა გამოკითხვაზე იმყოფება.
“ოფისიდან გამოვდიოდი და მანქანისკენ მივდიოდი, როდესაც ორმა უცხო ადამიანმა ჩემი სახელი და გვარი ახსენე და გინება დამიწყეს, მერე ქვები ისროლეს“, – განაცხადა ბუაძემ.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები იყვნენ პროვოკატორები, რომელიც “ოცნების” ხელისუფლებამ მიუგზავნა.
თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე საბა ბუაძეს და “ძლიერი საქართველოს” წევრებს თავს დაესხნენ.
თაგები:
საბა ბუაძე




